ალექსანდრ ვუჩიჩი - სერბეთის მოსახლეობამ დაახლოებით 13 500 ერთეული იარაღი ჩააბარა მას შემდეგ, რაც ორი მასობრივი სროლის დროს 17 ადამიანი დაიღუპა
სერბეთის მოსახლეობამ დაახლოებით 13 500 ერთეული იარაღი ჩააბარა მას შემდეგ, რაც ორი მასობრივი სროლის დროს 17 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.
„ვამაყობ ამ ქმედებით და შედეგებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების უფრო უკეთესი უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
სერბეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 8 ივნისამდე მოქალაქეებს შეუძლიათ დაურეგისტრირებელი იარაღის ჩაბარება და სასჯელის თავიდან აცილება.
„მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, ჩააბარონ როგორც უკანონო, ასევე ლეგალური იარაღი, რადგან 8 ივნისის შემდეგ ხელისუფლება მკაცრ რეაგირებას მოახდენს, დაწესდება უზარმაზარი ჯარიმები“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.
შეგახსენებთ, სერბეთში 13 წლის მოსწავლემ რვა ბავშვი და დაცვის ორი თანამშრომელი მოკლა, ამის შემდეგ 21 წლის მამაკაცმა მოკლა რვა და დაჭრა 14 ადამიანი, რის გამოც სერბეთში დიდი საპროტესტო აქციები გაიმართა. საპროტესტო აქციების ფონზე სერბეთის პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნების გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.