ალექსანდრ ვუჩიჩი - როგორ ავუხსნა ხალხს, რომ სანქციებს ვუწესებთ რუსეთს და არა სლოვენიას? რუსეთს არ დაურღვევია სერბეთის ტერიტორიული მთლიანობა, სლოვენიამ კი ეს გააკეთა
როგორ ავუხსნა ხალხს, რომ სანქციებს ვუწესებთ რუსეთს და არა სლოვენიას? რუსეთს არ დაურღვევია სერბეთის ტერიტორიული მთლიანობა, სლოვენიამ კი ეს გააკეთა, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა. ინფორმაციას სერბული გამოცემა „ნოვოსტი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ სერბეთის პრეზიდენტმა უპასუხა სლოვენიელი ჟურნალისტის კითხვებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არდაწესების შესახებ. ვუჩიჩმა განაცხადა, რომ რუსეთს არ დაურღვევია სერბეთის ტერიტორიული მთლიანობა, როგორც ეს სლოვენიამ, საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა გააკეთეს.
„როგორ ავუხსნა ხალხს, რომ სანქციებს ვუწესებთ რუსეთს და არა სლოვენიას? რუსეთს არ დაურღვევია სერბეთის ტერიტორიული მთლიანობა, სლოვენიამ კი ეს გააკეთა. მაშინ ხომ არ დავაწესოთ სანქციები სლოვენიის წინააღმდეგ? მე ავიღე მაგალითი სლოვენიაზე, რომელიც ჩვენთვის მეგობარი ქვეყანაა, მაგრამ ეს ეხება ასევე საფრანგეთსაც, ამერიკასაც. გთხოვთ, ოდესმე დააყენეთ თავი ჩვენს ადგილას და დაფიქრდით იმაზე, რა არის რეალური. პრეზიდენტი პაჰორი არის იმ მცირერიცხოვანთა შორის, ვისაც ჩვენი ესმის“, – განაცხადა ვუჩიჩმა.