ალექსანდრ ვუჩიჩი - მადლიერი ვარ პრემიერ-მინისტრ კობახიძის თბილი მიღებისა და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების, გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებზე მოსაზრებების გაცვლისთვის
ალექსანდრ ვუჩიჩი - მადლიერი ვარ პრემიერ-მინისტრ კობახიძის თბილი მიღებისა და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების, გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებზე მოსაზრებების გაცვლისთვის

მადლიერი ვარ პრემიერ-მინისტრ კობახიძის თბილი მიღებისა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების, ეკონომიკური თანამშრომლობის, ახალი ბიზნესინიციატივების, სატრანსპორტო კავშირების, ტურიზმის, ასევე გლობალური და რეგიონული გამოწვევების შესახებ მოსაზრებების გაცვლისთვის, – ამის შესახებ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვუჩიჩი აღნიშნავს, საქართველო-სერბეთს შორის უფრო ძლიერი თანამშრომლობა ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასარგებლო იქნება.

„დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო კონკრეტული თანამშრომლობის, ჩვენი კომპანიების უფრო დიდი წარმომადგენლობის, უფრო ძლიერი პოლიტიკური გაგებისა და მეგობრობის პერიოდი დგება, რაც ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასარგებლო იქნება“, – წერს ალექსანდრ ვუჩიჩი.