ალექსანდრ ვუჩიჩი – ირაკლი კობახიძესთან გულთბილი საუბარი მქონდა, სიამოვნებით გავიხსენე საქართველოში ბოლო ვიზიტი, რომელმაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი პოლიტიკური დიალოგის განვითარებას

11:36, 25.09.2026

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის შესახებ ალექსანდრ ვუჩიჩი სოციალურ ქსელში წერს.

„ირაკლი კობახიძესთან გულთბილი საუბარი მქონდა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ასევე სერბეთსა და საქართველოს შორის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებზე, რომლებიც ჩვენი ხალხების ისტორიულ, კულტურულ და რელიგიურ კავშირებს ეფუძნება. სიამოვნებით გავიხსენე საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტი, რომელმაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგისა და მეგობრული ურთიერთობების განვითარებას. ვისაუბრეთ ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაძლიერების, სავაჭრო ბრუნვის გაზრდისა და საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბელგრადი-თბილისის პირდაპირი ავიარეისის ამოქმედებას, ასევე სერბეთის გადაწყვეტილებას საქართველოში საელჩოს გახსნის შესახებ. ეს ნაბიჯები კიდევ უფრო დააახლოვებს ჩვენს ხალხებს და ხელს შეუწყობს საერთო თანამშრომლობის გაღრმავებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ოფიციალურად დაადასტურა მონაწილეობა სპეციალიზებულ გამოფენაში EXPO 2027. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება ჩვენი ეკონომიკებისა და ხალხების კიდევ უფრო დასაახლოებლად“, – დაწერა ვუჩიჩმა.

მსგავსი