ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ბრალდება სერბული ჭურვების უკრაინისთვის მიწოდების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება
ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ბრალდება სერბული ჭურვების უკრაინისთვის მიწოდების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ბრალდება სერბული ჭურვების უკრაინისთვის მიწოდების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

ვუჩიჩის თქმით, ბრალდება კიევისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ პუტინთან განიხილა.

„ჩვენ რუს პარტნიორებთან ერთად შევქმენით სამუშაო ჯგუფი ფაქტების დასადგენად. ზოგიერთი ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად, ისინი სწორად აღნიშნავენ, რომ ჩეხეთთან კონტრაქტი არსებობს. მაგრამ ნებართვა არ გაიცა და არცერთი რაკეტა არ მიწოდებულა“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

მანამდე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ სერბული თავდაცვითი საწარმოები, ბელგრადის მიერ გამოცხადებული ნეიტრალიტეტის მიუხედავად, კიევისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას განაგრძობდნენ.