ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ არ შეუცვლია გადაწყვეტილება 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე დასწრების თაობაზე
სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, მას არ შეუცვლია გადაწყვეტილება 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე დასწრების თაობაზე.
მისი თქმით, სერბეთის სამხედრო დანაყოფებიდან ერთ-ერთი 9 მაისის აღლუმში მონაწილეობას მიიღებს.
ვუჩიჩი ასევე აღნიშნავს, რომ სერბეთი პირველად მონაწილეობს აღლუმის „ერთობლივ“ ორგანიზებაში.
„უახლოეს მომავალში ჩვენზე განხორციელდება ზეწოლა მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელშიც ჩვენი მონაწილეობის შესახებ უკვე გამოვაცხადეთ“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მოსკოვში ზეიმში მონაწილეობა მიუღებელია, როცა რუსეთი ევროპაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. ხოლო ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა გააფრთხილეს ვუჩიჩი, რომ მოსკოვში ვიზიტი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა.