ალექსანდრ უსიკს ახალი მეტოქე მოუძებნეს
ალექსანდრ უსიკს ახალი მეტოქე მოუძებნეს

სუპერმძიმე წონაში სადებიუტო ბრძოლას უკრაინელი ალექსანდრ უსიკი 38 წლის ამერიკელი ჩაზ უიზერსპუნის წინააღმდეგ ჩაატარებს. უიზერსპუნს პროფესიულ რინგზე 38 ბრძოლა აქვს მოგებული და მხოლოდ სამჯერ დამარცხდა.

შეხვედრა 12 ოქტომბერს გაიმართება. ამ დღეს უსიკს ამერიკელი ტაირონ სპონგის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ ამ უკანასკნელს აკრძალული პრეპარატები აღმოუჩინეს.

უსიკი აქამდე პირველ მძიმე წონაში გამოდიოდა და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი იყო. მას კარიერაში 16-დან 16 ბრძოლა აქვს მოგებული, აქედან 12 – ნოკაუტით.

უიზერსპუნმა უკვე გააკეთა კომენტარი მომავალ ბრძოლაზე: „ უსიკთან შეხვედრას მოუთმენლად ველოდები. დიდი ბრძოლისთვის ვემზადებოდი და აი, მართლაც მივიღე სერიოზული გამოწვევა. ალექსანდრს დებიუტი აქვს მძიმე წონაში – ის მიხვდება, რომ აქ სულ სხვა თამაში მიდის. ბოლო რვა ბრძოლაში გავიმარჯვე. ვგრძნობდი, რომ წინ დიდი შესაძლებლობა მელოდა. ამ ბრძოლაში დიდ არენაზე მთელ ძალას დავხარჯავ”.