ალექსანდრ სირსკი - უპილოტო სისტემების გამოყენების განვითარება პრიორიტეტია, ვეძებთ ასიმეტრიულ გადაწყვეტილებებს, რათა ხარისხობრივი უპირატესობა მოვიპოვოთ რაოდენობრივად აღმატებულ მტერზე
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ უპილოტო სისტემების გამოყენების განვითარება ახლა მისთვის პრიორიტეტია.
„ტექნოლოგია და წარმოება არის მტერზე ჩვენი უპირატესობის გასაღები. უპილოტო სისტემებს აქ გამორჩეული ადგილი უჭირავს, ამიტომ უპილოტო სისტემების გამოყენების განვითარება ჩემთვის პრიორიტეტია“, – განაცხადა სირსკიმ.
მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური ინოვაციური გადაწყვეტილებების განხორციელების დაჩქარებისა და თავდაცვის ძალების ცალკეული სამხედრო-სამეთაურო ორგანოების ინსტიტუციური მდგრადობისა და ადაპტაციის უზრუნველსაყოფად სამუშაოები მიმდინარეობს.
„კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფილნი უნდა იყონ ყველაზე ეფექტური და უახლესი იარაღით. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სპეციალისტების მომზადებაზე ელექტრონულ ომში, უპილოტო სისტემებში, ავტომატური კონტროლის სისტემებსა და სხვა საკითხებში. ჩვენ ვეძებთ ასიმეტრიულ გადაწყვეტილებებს, რათა მოვიპოვოთ ხარისხობრივი უპირატესობა რაოდენობრივად აღმატებულ მტერზე“, – აღნიშნა სირსკიმ.
მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც ტექნოლოგიამ და ინოვაციამ უნდა შეასრულოს, არის სამხედროებისთვის სიცოცხლის შენარჩუნება.