ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქის 93 დასახლებას აკონტროლებენ

19:32, 20.08.2024

უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქის 93 დასახლებას და 1263 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას აკონტროლებენ.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინული ძალები კურსკის მიმართულებაზე შეტევას ახორციელებენ, რის ფარგლებშიც მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, სიღრმეში 35 კმ-მდე მანძილზე შესვლა შეძლეს.

მსგავსი