ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა პოკროვსკის მიმართულებით რუსეთის არმიის წინსვლა შეაჩერეს

15:05, 06.09.2024

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა პოკროვსკის მიმართულებით რუსეთის არმიის წინსვლა შეაჩერეს.

ამის შესახებ ალექსანდრ სირსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ბოლო ექვსი დღის განმავლობაში მოწინააღმდეგე ერთი მეტრითაც არ წაწეულა პოკროვსკის მიმართულებით“, – განაცხადა სირსკიმ.

ცნობისთვის, აგვისტოს ბოლოს ამერიკულის ომის შესწავლის ინსტიტუტში განაცხადეს, რომ რუსეთის ძალებმა „მნიშვნელოვან ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწიეს“ პოკროვსკის მიმართულებით. 1-ელ სექტემბერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის სახმელეთო ჯარები „მაღალი ალბათობით, პოკროვსკიდან 10 კმ-ში იმყოფებიან“.

მსგავსი