ალექსანდრ შალენბერგი - ვშიშობ, უკრაინაში ომის ესკალაციის ყველა დონე ჯერ არ არის მიღწეული
ალექსანდრ შალენბერგი - ვშიშობ, უკრაინაში ომის ესკალაციის ყველა დონე ჯერ არ არის მიღწეული

მედიის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი შიშობს, რომ უკრაინაში ომის ესკალაციის ყველა დონე ჯერ არ არის მიღწეული. ამასთან, ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ომი გაგრძელდება და ორივე მხარე გაზაფხულზე შეეცდება შეტევითი ოპერაციების დაწყებას.

„ღირს იმის შიში, რომ ესკალაციის ყველა დონე ჯერ არ არის მიღწეული. ის, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი აგრძელებს, მეტ-ნაკლებად ღიად, ატომური ხელკეტის ქნევას, ეს, უბრალოდ, სიგიჟეა. ვიდრე ბირთვული იარაღი არსებობს, ვიღაც გამოიყენებს მუქარისთვის. ეს ასევე აჩვენებს რუსეთის ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლობის ხარისხს“, – აღნიშნა ალექსანდრ შალენბერგმა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის იძულება, დაუთმოს ტერიტორიები რუსეთს, სახიფათო იდეაა.