ალექსანდრ ლუკაშევიჩი - საქართველოსა და უკრაინის ბიოლაბორატორიებში საშიში პათოგენებით დახურული ექსპერიმენტები ტარდება, გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, რა იხარშება ამერიკულ ლაბორატორიებში
საქართველოსა და უკრაინის ბიოლაბორატორიებში განსაკუთრებით საშიში პათოგენებით დახურული ექსპერიმენტები ტარდება ჭირისა და ჰემორაგიული ცხელების ჩათვლით, – ამის შესახებ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსი დიპლომატის თქმით, რუსეთი შეშფოთებულია საქართველოსა და უკრაინაში განთავსებული ორმაგი დანიშნულების ლაბორატორიებში აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობით.
„განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მუტანტის ფორმების შესწავლას, ვირუსების მოდიფიკაციას და მათი ინფექციურობის ზრდას. განგაში გამოწვეულია საეჭვო პრეპარატების ტესტებით, რომლებიც ამერიკელმა სამხედრო ექიმებმა ჩაატარეს ქართულ ექსპერიმენტულ საგნებზე, აგრეთვე ადამიანის ბიომასალების შეგროვება გარკვეული „კვლევის მიზნებისათვის“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა.
რუსმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ყველას აქვს უფლება, იცოდეს, სინამდვილეში რა „იხარშება“ ამერიკულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებში.