ალექსანდრ ლუკაშენკო – ზელენსკის წარმომადგენლებს პირდაპირ ვუთხარი, „ბიჭებო, გადაეცით თქვენს პრეზიდენტს, თუ ფიქრობს, რომ შეუძლია, ომში ჩვენი ჩათრევა სცადოს, ომის ხასიათი მყისიერად შეიცვლება“
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის წარმომადგენლებთან ბოლო შეხვედრის დეტალებზე ლუკაშენკომ მინსკში, მოსკოვის ოლქის გუბერნატორ, ანდრეი ვორობიოვისთან შეხვედრისას ისაუბრა.
„არც ისე დიდი ხნის წინ, ზელენსკის წარმომადგენლები აქ იყვნენ. მე პირდაპირ ვუთხარი მათ: „ბიჭებო, გადაეცით ეს თქვენს პრეზიდენტს: თუ ის ფიქრობს, რომ შეუძლია ჩვენთან ასე საუბარი და ომში ჩათრევა სცადოს, მან უნდა გაიგოს, რომ ომის ხასიათი მყისიერად შეიცვლება. ეს ომი სრულიად განსხვავებული იქნება. სხვათა შორის, ჩვენ მივიღეთ პასუხი: პრეზიდენტი და ისინი ამას ხვდებიან. ასე რომ, ბიჭებო, მოდით შევთანხმდეთ. ჩვენ გვჭირდება არსებითი შეთანხმების მიღწევა“, – აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, უკრაინას დიდ თამაშში ვაჭრობის იარაღად იყენებენ.
„საქმე სინამდვილეში უკრაინას არ ეხება. თქვენ იცით, სინამდვილეში რაშია საქმე და ვინ ვის ებრძვის საბოლოო ჯამში. ამიტომ, ჩვენ ეს უნდა მოვაგვაროთ და ჩვენი ინტერესები წინ წავწიოთ. არც ბელარუსს და არც რუსეთს ეს [ომის გაგრძელება] არ სჭირდებათ“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.