ალექსანდრ ლუკაშენკომ თანამდებობიდან გაათავისუფლა სლოვაკეთში ბელარუსის ელჩი, რომელმაც აქციის მონაწილეებს დაუჭირა მხარი
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თანამდებობიდან გაათავისუფლა სლოვაკეთში ბელარუსის ელჩი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაუჭირა მხარი. იგორ ლეშენას გათავისუფლების შესახებ ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია იუწყება.
შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს სლოვაკეთში ბელარუსის ელჩმა, იგორ ლეშენამ მხარი დაუჭირა მოქალაქეებს, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქუჩებში მიტინგებს მართავდნენ.
18 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა. ის უახლოეს ხანში ბელარუსში დაბრუნებას აპირებს.
თავის ვიდეომიმართვაში დიპლომატმა მოუწოდა ხელისუფლებას, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები გამოიძიოს.