ალექსანდრ ლუკაშენკომ პრემიერ-მინისტრად რომან გოლოვჩენკო დანიშნა
ალექსანდრ ლუკაშენკომ პრემიერ-მინისტრად რომან გოლოვჩენკო დანიშნა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე რომან გოლოვჩენკო დანიშნა.

ინფომაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

რომან გოლევჩენკო ამ დრომდე სახელმწიფო სამხედრო-სამრეწველო კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.

გოლოვჩენკო პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერგეი რუმასას ცვლის.

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებზე ალექსანდრე ლუკაშენკომ ჯერ კიდევ მაისში გააკეთა განცხადება.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ასეთი ცვლილება აუცილებელია. ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოსაა დანიშნული.

შეგახსნებთ, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მთავრობა 3 ივნისს დაითხოვა.