ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელისუფლებიდან წასვლის მთავარი პირობები დაასახელა
ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელისუფლებიდან წასვლის მთავარი პირობები დაასახელა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელისუფლებიდან მისი წასვლის მთავარი პირობები დაასახელა. ამის შესახებ ლუკაშენკომ საყოველთაო სახალხო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ალექსანდრ ლუკაშენკო მთავარ პირობებად ასახელებს ქვეყანაში მშვიდობასა და წესრიგს, ასევე თავისი მომხრეების ხლშეუხებლობას.

„ხელისუფლებიდან ჩემი წასვლის მთავარი პირობა: ქვეყანაში მშვიდობა, წესრიგი, არანაირი საპროტესტო მოქმედებები, არანაირი ქვეყნის გადატრიალება, საკუთარი აზრის კანონის ფარგლებში გამოთქმა.

მეორე პირობა: თუ მოხდება ისე, რომ ხელისუფლებაში სხვები მოვლენ და მათ სხვანაირი შეხედულებები ექნებათ, მეორე პუნქტად ჩვენ ჩავწერთ, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტის მომხრეებს თმის ღერი არ უნდა ჩამოუვარდეთ. ამიტომ მე გამოვედი ინიციატივით, ბელარუსის საყოველთაო სახალხო კრება საკონსტიტუციო ორგანოდ ვაქციოთ, მივანიჭოთ მას უფლებამოსილებები“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

მან ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტეტსო გამოსვლების შესახებაც ისაუბრა.

„ჩვენი მშვიდი ცხოვრება, ჩვენი სუვერენიტეტი და სტაბილურობა სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. მისი გადალახვით, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რამხელა უბედურება ავიცილეთ თავიდან. გაიხსენეთ, რა შედეგი მოჰყვა ე.წ. ფერად რევოლუციებს რიგ პოსტსაბჭოთა სივრცეში – პერმანენტული, ქრონიკული არასტაბილურობა და მოსახლეობის გაღარიბება“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

დატოვე კომენტარი