ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა და სახელმწიფო მოხელისთვის შეურაცხყოფის მიყენება პატიმრობით ისჯება
ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა და სახელმწიფო მოხელისთვის შეურაცხყოფის მიყენება პატიმრობით ისჯება

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა და სახელმწიფო მოხელეებისთვის შეურაცხყოფის მიყენება პატიმრობით დაისჯება.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, კრიმინალურ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ასევე ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება დეზინფორმაციის გავრცელება.

ცნობისთვის, ევროკავშირი 23 მაისს ბლოგერ რომან პროტასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის მთავრობისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს.

დატოვე კომენტარი