ალექსანდრ ლუკაშენკომ აშშ-ის მხრიდან სანქციების მოხსნის სანაცვლოდ 15 პატიმარი შეიწყალა

19:28, 24.09.2026

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 15 პატიმარი შეიწყალა. ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ სახელმწიფო მედია „ბელტაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მედია აღნიშნავს, რომ აშშ ლუკაშენკოსთან ასობით პატიმრის გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს ერთ წელზე მეტია, აწარმოებს. მათ შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები. აღნიშნულს კი აშშ-ის მხრიდან სანქციების მოხსნის სანაცვლოდ დათანხმდნენ.

ცნობისთვის, გასულ კვირას, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, ჯონ კოული ბელარუსის დედაქალაქ მინსკში შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის სექტემბრის თვეში ბელარუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აშშ-მა ორ ბელარუსულ კომპანიას სანქცია მოუხსნა.

მსგავსი