ალექსანდრ ლუკაშენკო უარყოფს „ვაგნერის“ მებრძოლების ნაწილის პოლონეთის საზღვართან მიახლოებას

21:39, 01.08.2023

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო უარყოფს „ვაგნერის“ ზოგიერთი მებრძოლის პოლონეთის საზღვართან მიახლოებას, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

ლუკაშენკო გამოეხმაურა პოლონეთში გაკეთებული განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ვაგნერის“ 100-მდე მებრძოლი მიუახლოვდა პოლონეთის საზღვარს.

„ახლახან გავიგე, რომ პოლონეთს შეეშინდა, თითქოს იქ 100 ადამიანისგან შემდგარი დაჯგუფება მოძრაობს. „ვაგნერის“ 100-კაციანი დაჯგუფება იქ არ გადასულა და რომც გადასულიყვნენ, მხოლოდ იმისთვის, რომ საბრძოლო გამოცდილება გადაეცათ ბრესტში და გროზნოში განლაგებული ბრიგადებისთვის“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს თქმით, მას სჭირდება საკუთარი სამხედრო მებრძოლების მომზადება, რადგან „არმია, რომელიც არ იბრძვის, არის ნახევარი არმია“, ამიტომ „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსში საკუთარი გამოცდილების გადასაცემად არიან.

მანამდე ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყნის სამხედროები „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთად გამართავენ საერთო სამხედრო წვრთნებს, ნატო-ს წევრი ქვეყნის საზღვართან ახლოს.

მსგავსი