ალექსანდრ ლუკაშენკო თავის მიწის ნაკვეთზე აღებულ საზამთროს მოსავალს მოხუცებულთა და შშმ პირთა სახლებს გადასცემს
ალექსანდრ ლუკაშენკო თავის მიწის ნაკვეთზე აღებულ საზამთროს მოსავალს მოხუცებულთა და შშმ პირთა სახლებს გადასცემს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თავის მიწის ნაკვეთზე საზამთროს მოსავალი აიღო.

ბელარუსის ლიდერს მოსავლის აღებაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი ქალები ეხმარებოდნენ, მათ შორის პრესმდივანი ნატალია ესმონტი.

სულ შეგროვდა დაახლოებით 20 ტონა საზამთრო. საზამთროს ნაწილი მინსკში მოხუცებულთა და შშმ პირთა სახლებს გადაეცემა.