ალექსანდრ ლუკაშენკო - შეიძლება ითქვას, ერთადერთი აღმოვჩნდით, სადაც „ფერადი რევოლუცია“არ შედგა
ალექსანდრ ლუკაშენკო - შეიძლება ითქვას, ერთადერთი აღმოვჩნდით, სადაც „ფერადი რევოლუცია“არ შედგა

„შეიძლება ითქვას, ერთადერთი აღმოვჩნდით, სადაც „ფერადი რევოლუცია“არ შედგა“, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ინაუგურაციის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დაწყების დღე ჩვენი, ყველას გამარჯვების დღეა. არა მხოლოდ ავირჩიეთ ქვეყნის პრეზიდენტი, არამედ დავიცავით ჩვენი ღირებულებები, მშვიდობიანი ცხოვრება, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს თქმით, ეს წელი ბელარუსის ისტორიაში შევა როგორც ყველაზე ემოციური პერიოდი.

ბელარუსის პრეზიდენტის ინაუგურაცია მინისკში, დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა გამარჯვება. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და საპროტესტო აქციებს მართავს.