ალექსანდრ ლუკაშენკო - საჭიროა რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკება, რადგან არსებული მდგომარეობა უკვე მხოლოდ ბელარუსის საფრთხე არ არის
ალექსანდრ ლუკაშენკო - საჭიროა რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკება, რადგან არსებული მდგომარეობა უკვე მხოლოდ ბელარუსის საფრთხე არ არის

საჭიროა რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკება, რადგან არსებული მდგომარეობა უკვე მხოლოდ ბელარუსის საფრთხე არ არის – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, მინსკში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, დღეს ბელარუსის დაცვა მთელი სამოკავშირეო სახელმწიფოს სივრცის დაცვას ნიშნავს. ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, არავის სჭირდება მშვიდობიანი აქციებით და დემონსტრაციებით დამშვიდება, რადგან ხელისუფლება კარგად ხედავს, თუ რა ხდება მოვლენების სიღრმეში.

„ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება. ჩვენ მეთოდურად წავიკითხეთ ფერადი რევოლუციების სახელმძღვანელოები. უფრო მეტიც, ფერადი რევოლუციების მეთოდებში უკვე გამოჩნდა გარე ძალების ჩარევის ელემენტები. სინამდვილეში, სცენარის თანახმად, ბელარუსის წინააღმდეგ აგრესია ვითარდება. ჩვენ უნდა დავუკავშირდეთ პუტინს, რუსეთის პრეზიდენტს, რათა ვისაუბროთ, რადგან ეს უკვე საფრთხეა არა მხოლოდ ბელორუსისთვის. დღეს ბელარუსის დაცვა, მთელი სამოკავშირეო სახელმწიფოს სივრცის დაცვას ნიშნავს. თუ ბელარუსები ამას ვერ შეაჩერებენ, ტალღა იქაც მივა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობის განწყობაზე ზეგავლენის მოსახდენად ბევრი ყალბი ამბავი ვრცელდება.