ალექსანდრ ლუკაშენკო - პოლონეთის მხრიდან იარაღის ჟღარუნს მინსკი მშვიდად ვერ უყურებს
პოლონეთის მხრიდან იარაღის ჟღარუნს მინსკი მშვიდად ვერ უყურებს, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა. ალექსანდრე ლუკაშენკომ პოლონეთის ხელისუფლებას ურჩია, არ განათავსოს დამატებითი ბაზები თავის ტერიტორიაზე.
„არანაირ საფრთხეს ისინი ჩვენი მხრიდან არ უნდა ელოდონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ იარაღის ჟღარუნს დაიწყებენ, ჩვენ მშვიდად ვუყურებთ. მათ შორის ამ მიმართულებაზე ბელარუს-რუსეთის ერთობლივი დაჯგუფების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ბელარუსის ლიდერმა.
ლუკაშენკომ ახალ ელჩთან საუბრისას თქვა, რომ დიპლომატისთვის ცნობილი უნდა იყოს ორმხრივი ურთიერთობების სპეციფიკა. ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მომდევნო წლები ორი ქვეყნის ურთიერთობებში პერსპექტივის მომტანი იყოს.