ალექსანდრ ლუკაშენკო - პოლონელები ფიქრობენ, რომ „ვაგნერი“ დაიცავს ბირთვულ იარაღს, ასე არ იქნება, ბირთვული იარაღის დიდი ნაწილი უკვე ბელარუსშია და რუსები და ბელარუსები იცავენ
ალექსანდრ ლუკაშენკო - პოლონელები ფიქრობენ, რომ „ვაგნერი“ დაიცავს ბირთვულ იარაღს, ასე არ იქნება, ბირთვული იარაღის დიდი ნაწილი უკვე ბელარუსშია და რუსები და ბელარუსები იცავენ

პოლონელები ფიქრობენ, რომ „ვაგნერი“ დაიცავს ბირთვულ იარაღს, ეს ასე არ იქნება, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ბირთვული იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ბელარუსის ტერიტორიაზეა.

„პოლონელები და სხვები ფიქრობენ, რომ „ვაგნერი“ დაიცავს ბირთვულ იარაღს. „ვაგნერი“ არ დაიცავს ბირთვულ იარაღს. ბირთვული იარაღის დიდი ნაწილი უკვე ქვეყნის ტერიტორიაზეა და მას რუსები და ბელარუსები იცავენ. ჩვენ ერთად ვმუშაობთ. ჩვენ არ გვაქვს მსგავსი გამოცდილება, ამიტომ რუსები იცავენ, ჩვენ კი ვეხმარებით დაცვაში“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის ლიდერის თქმით, ის არის პასუხისმგებელი ბირთვული იარაღის უსაფრთხოებაზე და არ დაუშვებს, რომ ის „ვაგნერელებმა“ დაიცვან.