ალექსანდრ ლუკაშენკო - მზად ვართ, ბაიდენი მინსკში მივიღოთ, პუტინიც ჩამოფრინდება, შევხვდებით ორი აგრესორი და ერთი მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტი
ალექსანდრ ლუკაშენკო - მზად ვართ, ბაიდენი მინსკში მივიღოთ, პუტინიც ჩამოფრინდება, შევხვდებით ორი აგრესორი და ერთი მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტი

ალექსანდრ ლუკაშენკომ ჯო ბაიდენი ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად მინსკში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

„რატომ მიემგზავრება ბაიდენი მაინცდამაინც პოლონეთში? თუმცა ჩვენ ეს არ გვაღელვებს. სურვილი თუ აქვს, გადაეცით, ჩვენ მზად ვართ, მინსკში მივიღოთ და სერიოზულად ველაპარაკოთ, თუ მას სურს მშვიდობა უკრაინაში. პუტინიც კი ჩამოფრინდება მინსკში და შევხვდებით ორი აგრესორი და ერთი მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტი. რატომაც არა?

ომის დასრულება თუ სურს, მაშინ ბაიდენი პოლონეთიდან აქ ჩამოვიდეს. მე თვითმფრინავს გავუგზავნი, თუ საჭიროა, „ბოინგს“ და ვუმასპინძლებთ. გარანტიას გაძლევთ, რომ პუტინი ჩამოვა, დავსხდებით და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.