ალექსანდრ ლუკაშენკო - მზად ვარ, საპრეზიდენტო უფლებამოსილების განაწილებაზე მოლაპარაკება დაიწყოს, მაგრამ არა ქუჩის აქციების გზით
ალექსანდრ ლუკაშენკო - მზად ვარ, საპრეზიდენტო უფლებამოსილების განაწილებაზე მოლაპარაკება დაიწყოს, მაგრამ არა ქუჩის აქციების გზით

ბელარუსის სახელმწიფო მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მზადაა, საპრეზიდენტო უფლებამოსილების განაწილება დაიწყოს, მაგრამ არა ქუჩის აქციების გზით.

როგორც სააგენტო „ბელტა“ იუწყება, ამის შესახებ ლუკაშენკომ ერთ-ერთი ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილების გადანაწილებას ეხება.

„არ შეიძლება ამ კონსტიტუციის ვიღაცისთვის გადაცემა, რადგან უბედურება მოხდება. მზად ვარ, საპრეზიდენტო უფლებამოსილების განაწილებაზე მოლაპარაკება დაიწყოს, მაგრამ არა ქუჩის აქციების გზით და არა ზეწოლის ფონზე“, – განაცხადა ლუკაშენკომ.