ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვში გამგზავრებას და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს
ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვში გამგზავრებას და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მორიგის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ იუწყება.

როგორც ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, მოლაპარაკებების დროს, ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

„ორი ქვეყნის მეთაურებმა დღეს აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის ორმხრივი თანამშრომლობა, და ასევე სიტუაცია ბელარუსის შიგნით. ლუკაშენკომ და პუტინმა ცალკე იმსჯელეს ბელარუსის გარშემო არსებულ სიტუაციაზე. ლიდერები, უახლოეს ხანში, პირადი შეხვედრის შესახებ შეთანხმდნენ, რომელიც ლუკაშენკოს მოსკოვში ვიზიტის დროს შედგება“, – ნათქვამია ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.