ალექსანდრ ლუკაშენკო - მე „ვერეოდი“ ამერიკულ არჩევნებში და ტრამპს ვგულშმატკივრობდი
ალექსანდრ ლუკაშენკო - მე „ვერეოდი“ ამერიკულ არჩევნებში და ტრამპს ვგულშმატკივრობდი

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში ვიზიტით მყოფ დონალდ ტრამპის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედისთვის საჩუქრები გადასცა. ალექსანდრ ლუკაშენკომ აშშ-ის ლიდერს ხანჯალი უსახსოვრა და აღნიშნა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ დონალდ ტრამპს გულშემატკივრობდა.

„მე „ვერეოდი“ ამერიკულ არჩევნებში და ტრამპს ვგულშემატკივრობდი“, – იხუმრა ბელარუსის პრეზიდენტმა.

აშშ-ის პირველი ლედისთვის, მელანია ტრამპისთვის ალექსანდრ ლუკაშენკომ ჯონ ბოლტონს სელის სუფრა გადასცა.

„ეს ქალურია, ის უკავშირდება სლოვენიურ სელს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

​შეგახსენებთ, რომ მელანია ტრამპი წარმოშობით სლოვენიიდან არის. თავად ბოლტონს ლუკაშენკომ შოკოლადის ტკბილეული და ალბომი „ბელარუსის მემკვიდრეობა“ აჩუქა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები მინსკში დამოუკიდებლობის სასახლეში გამართა. ბელარუსული სააგენტო „ბელტა“ წერს, რომ დაგეგმილი 45 წუთის ნაცვლად, შეხვედრა ორ-ნახევარი საათი გაგრძელდა.

ეს ბელარუსში ბოლო 20 წლის განმავლობაში ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია.