ალექსანდრ ლუკაშენკო - მამაკაცი, რომელმაც სპეცოპერაციის დროს ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მოკლა, მეუღლესთან ერთად პოლონეთსა და აშშ-ში ინფორმაციას გადასცემდა
ალექსანდრ ლუკაშენკო - მამაკაცი, რომელმაც სპეცოპერაციის დროს ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მოკლა, მეუღლესთან ერთად პოლონეთსა და აშშ-ში ინფორმაციას გადასცემდა

მამაკაცი, რომელმაც სპეცოპერაციის დროს ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მოკლა, მეუღლესთან ერთად პოლონეთსა და აშშ-ში ინფორმაციას გადასცემდა, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მკვლელი იყო არა მხოლოდ საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე, არამედ აჯანყების მონაწილეც.

ბელარუსის მედიის ინფორმაციით, 28 სექტემბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინაში სპეციალური ღონისძიებების ჩატარების დროს, ბინაში მყოფმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მოკლა. საპასუხო ცეცხლის შედეგად, მამაკაცი სამართალდამცველებმა მოკლეს.