ალექსანდრ ლუკაშენკო - ჰოკეის მოედანზე ვირუსი არ არის და ყინულის სიცივე ნამდვილი ანტივირუსული საშუალებაა
ალექსანდრ ლუკაშენკო - ჰოკეის მოედანზე ვირუსი არ არის და ყინულის სიცივე ნამდვილი ანტივირუსული საშუალებაა

უმჯობესია ფეხზე მდგომი მოკვდე, ვიდრე მუხლებზე დამდგარმა ვიცოცხლო, – ამის შესახებ, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში, ჰოკეის თამაშის დამთავრების შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა რამე, რაც მას აიძულებს შეწყვიტოს ჰოკეის თამაში, ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ ჰოკეის მოედანზე ვირუსი არ არის და ყინულის სიცივე ნამდვილი ანტივირუსული საშუალებაა.

„როიტერი“ წერს, რომ ბელარუსში დღემდე „კოვიდ 19“-ის ინფიცირების 94 შეთხვევა გამოვლინდა, თუმცა ქვეყანა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის განსაკუთრებულ ზომებს არ იღებს.

დატოვე კომენტარი