ალექსანდრ ლუკაშენკო - ევროკავშირმა ბელარუსები ხელისგულზე უნდა ატაროს, რადგან ჩვენ გადავარჩინეთ
ალექსანდრ ლუკაშენკო - ევროკავშირმა ბელარუსები ხელისგულზე უნდა ატაროს, რადგან ჩვენ გადავარჩინეთ

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის მიერ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „დასავლეთმა მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილი ვერ ისწავლა“.

ლუკაშენკოს თქმით, ის განსაკუთრებით არ ელოდებოდა ეკონომიკურ სანქციებს გერმანიისგან.

„მინდა მივმართო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს – თქვენ 100 წელი უნდა ხოხავდეთ მუხლებზე ბელარუსი ხალხის წინაშე და მადლობას უნდა იხდიდეთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთოდ დაიბადეთ. თქვენ კი არ უნდა დაგვახრჩოთ, არამედ ხელისგულზე უნდა გვატარებდეთ გერმანელები, პოლონელები, ევროკავშირი, რადგან ჩვენ გადაგარჩინეთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს ევროკავშირმა სანქციების მეოთხე პაკეტის დააწესა ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ. ე.წ. შავ სიაში 86 ფიზიკური და იურიდიული პირი შეიყვანეს. ბელარუსის მაღალჩინოსნებისა და სახელმწიფო საწარმოების წინააღმდეგ ახალი სანქციები ასევე დააწესეს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ.