ალექსანდრ ლუკაშენკო - ძალაუფლება არ მაინტერესებს, მეშინია, ჩემი ქვეყანა არ დაანაწევრონ
ალექსანდრ ლუკაშენკო - ძალაუფლება არ მაინტერესებს, მეშინია, ჩემი ქვეყანა არ დაანაწევრონ

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, მას არ აინტერესებს ძალაუფლება და აცხადებს, რომ არ უნდა, მისი ქვეყანა დაანაწევრონ. ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებას ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

„მე მხოლოდ ერთ რამეზე ვიძაბები. მინდა, დავიცვა ის, რაც მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ჩვენივე ხელებით ავაშენეთ. ჩვენ ნანგრევებიდან და ფერფლიდან აღვადგინეთ ეს ქვეყანა. არ მაინტერესებს ძალაუფლება, როგორც ამას რუსეთში ზოგიერთი ამბობს. არ მინდა, ჩემი ქვეყანა დაანაწევრონ, რომელსაც მე იმპერიის ნანგრევებზე ვძერწავდი. არ მინდა, დაანაწევრონ პატიოსანი ხალხი, რომელიც ამ საქმეზე მუშაობდა. ეს არ იქნება ლუსტრაცია, როგორც ამას ზოგიერთი ამბობს. ეს ხოცვა-ჟლეტაა. რაც უკრაინაში მოხდა, მონაგონი იქნება“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

დღესვე ლუკაშენკომ არ გამორიცხა, რომ გროდნოსა და ბრესტთან საზღვრები ჩაკეტოს. მისივე თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ბრძანების მიღების შემდეგ გადაწყვიტეს.

„მათ მისცეს ბრძანება „ეცი“ და მათ დაიწყეს ყეფა ღობის ქვემოდან. მე ამას ასევ ვაფასებ. შეხედეთ უკრაინას, რომელიც საბჭოთა კავშირის მარგალიტი იყო, რა დღეშია ახლა ქვეყანა?! უკრაინაში უკეთესად ცხოვრობენ მას შემდეგ, რაც დასავლური კურსი აირჩიეს? ბელარუსებს კი უარესი ელით“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბელარუსის პრეზიდენტისა და ქვეყნის კიდევ 29 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.