ალექსანდრ ლუკაშენკო - დასავლური პოლიტიკა მსოფლიოს დიდი ომის უფსკრულთან აახლოებს, რომელშიც გამარჯვებული არ იქნება
დასავლური პოლიტიკა მსოფლიოს დიდი ომის უფსკრულთან აახლოებს, რომელშიც გამარჯვებული არ იქნება, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სამხედრო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებთან და უფროს ოფიცრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ლუკაშენკოს თქმით, მიმდინარე მოვლენები გადამწყვეტი ნაბიჯებია მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგისკენ, ამერიკული ჰეგემონიის გადალახვისკენ, რომელიც მხარს უჭერს ნეონაცისტურ იდეოლოგიას და ღიად ფაშისტურ რეჟიმებს არასასურველი ქვეყნების გარშემო.
ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპის თავდაცვის გაძლიერების და „თავდაცვითი“ წვრთნების საფარქვეშ ნატო აყალიბებს ჯავშნის სისტემას, რომელიც აშკარად დაცვის მიზნით არ არის შექმნილი.
„როგორც ჩანს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ახლად შექმნილმა „ჯვაროსნებმა“ მოულოდნელად გადაწყვიტეს, რომ შესაფერისი მომენტი დადგა შემდეგი „აღმოსავლეთისკენ გადასროლისთვის“, დაივიწყეს, როგორ დასრულდა მსგავსი კამპანიები მათი ისტორიული წინამორბედებისთვის“, – განაცხადა ლუკაშნეკომ.
ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთი რუსეთზე თავდასხმის სტრატეგიულ გეგმებს ამუშვებს.