ალექსანდრ ლუკაშენკო - ჩვენ არ ვაპირებთ იმ ოპერაციაში ჩართვას, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, ამის საჭიროება არ არსებობს
ალექსანდრ ლუკაშენკო - ჩვენ არ ვაპირებთ იმ ოპერაციაში ჩართვას, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, ამის საჭიროება არ არსებობს

ჩვენ არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, ამის საჭიროება არ არის, – აღნიშნულის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თავდაცვის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსის მიმართულებით გასროლილ იქნა „ტოჩკა-უ“ ტიპის რაკეტა, თუმცა რუსეთის დახმარებით მისი ჩამოგდება მოხერხდა. მისი თქმით, „აღნიშნული ინციდენტის მიუხედავად, ბელარუსი არ ჩაერთვება ოპერაციაში“.

„მე გაფრთხილებდით, რომ ეცდებოდნენ ჩვენს ჩათრევას ამ ოპერაციაში, ამ ომში. მათ რა, სურდათ ერთი რაკეტით დაებომბათ ბელარუსი? არ გამოვა. ეს რაკეტა ჩვენამდე ვერც მოაღწევს. რატომ კეთდება ეს? იმისთვის, რომ თავმოყვარეობა შეგვილახონ და ჩვენ დავიწყოთ პასუხის გაცემა, მაგრამ ჩვენ ასეთი უბრალოები არ ვართ. თუ ვუპასუხებთ, ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს. ჯერჯერობით ვითმენთ. კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, ჩვენ არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. ამის საჭიროება არ არის. აბა დაფიქრდით, რა შეგვიძლია, დავუმატოთ რუსეთს? რაც შეეხება პერსონალს, იქ საკუთარი უამრავი მეომარი ჰყავთ. იარაღის კუთხით შეგვიძლია, რუსეთს რამე დავუმატოთ? არა. ჩვენ ამ ყველაფერს რუსეთის ფედერაციაში ვყიდულობთ“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.