ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსში განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებს გამორიცხავს

12:44, 17.08.2020

ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას კატეგორიულად გამორიცხავს.

როგორც სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ წერს, ამის შესახებ მან მინსკის ერთ-ერთ მანქანათმშენებელ ქარხანაში ყოფნისას განაცხადა.

ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსში ჩატარდა არჩევნები და სხვა არჩევნები არ იქნება.

„ვერასდროს ეღირსებით ჩემგან, რომ მე ზეწოლის ქვეშ რამე გავაკეთო, არჩევნები არ იქნება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, განმეორებითი არჩევნების შემთხვევაში, არ იქნება საწარმოები. „ნახევარ წელში ჩვენ ყველაფერს გავანადგურებთ“, – აღნიშნა მან.

მსგავსი