ალექსანდრ ლუკაშენკო – ბელარუსში დესტაბილიზაციის მასშტაბური გეგმა ჩავშალეთ
À.Ëóêàøåíêî ïîäòâåðæäàåò ïëàíû ïî äîñòèæåíèþ ê êîíöó ãîäà ñðåäíåé çàðïëàòû â $500 Ïðåçèäåíò Áåëàðóñè Àëåêñàíäð Ëóêàøåíêî ïîäòâåðæäàåò ïëàíû ïî äîñòèæåíèþ ê êîíöó ãîäà ñðåäíåé çàðïëàòû â $500. Îá ýòîì îí çàÿâèë 11 ñåíòÿáðÿ, ïðèíèìàÿ ïðàâèòåëüñòâî è Íàöáàíê ñ äîêëàäîì î ðàáîòå ýêîíîìèêè çà èñòåêøèé ïåðèîä 2012 ãîäà, îöåíêå èòîãîâ ãîäà è ïðîåêòàõ ïðîãíîçà, áþäæåòà è äåíåæíî-êðåäèòíîé ïîëèòèêè íà 2013 ãîä. Íà ñíèìêàõ: âûñòóïàåò Àëåêñàíäð Ëóêàøåíêî. Ôîòî Íèêîëàÿ Ïåòðîâà, ÁåëÒÀ.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებამ ქვეყნის დესტაბილიზაციის მასშტაბური გეგმა ჩაშალა. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის ლიდერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„თქვენ ხედავთ, რომ როგორც დასავლეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან პოლიტიკური ინტერესების ფოკუსი კონცენტრირებულია ბელარუსზე. ბოლო 24 საათში სიტუაციას ვადევნებ თვალს და ვხედავ, რომ გააქტიურდნენ გარკვეული ძალები, რომლებიც სიტუაციის არევას ცდილობენ ქვეყანაში. ჩვენ ამას დიდი ხანია, ვადევნებთ თვალს. ჩვენ მაინც მოვახერხეთ ზოგიერთი ნაბიჯის გადადგმა წინსწრებით და შევძელით ბელარუსში სიტუაციის დესტაბილიზაციის მასშტაბური გეგმის ჩაშლა, რომელიც ქვეყანაში მაიდნის მსგავსს მოვლენებს გამოიწვევდა. ახლა ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია, მათ შორის, აქაური მარიონეტებისა და ასევე ბელარუსის გარეთ მყოფი მათი მმართველების ნიღბები“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკოს თქმით, არ დაუშვებს, რომ ბელარუსის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას საფრთხე დაემუქროს.
18 ივნისს ბელარუსში დააკავეს ბელარუსის პრეზიდენტობის მსურველი ვიქტორ ბაბარიკო, რის გამოც ევროკავშირში შეშფოთება გამოხატეს.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს არის დაგეგმილი. არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება.