ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსს სანქციები თუ საგანგებო მდგომარეობაში ჩააგდებს, შესაძლოა, ბუნებრივი აირის ტრანზიტის შეწყვეტის მკაცრი ზომა გამოვიყენოთ
ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსს სანქციები თუ საგანგებო მდგომარეობაში ჩააგდებს, შესაძლოა, ბუნებრივი აირის ტრანზიტის შეწყვეტის მკაცრი ზომა გამოვიყენოთ

ალექსანდრ ლუკაშენკომ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რა შემთხვევაში მიიღებს ევროპაში გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გადაწყვეტილებას. როგორც ბელარუსის სახელმწიფო მედია წერს, აღნიშნულის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა თურქული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სანქციები, რომლებსაც ევროკავშირი აწესებს ან მომავალში დააწესებს, ბელარუსს საგანგებო მდგომარეობაში ჩააგდებს და მათი სანქციების საპასუხოდ სხვა ზომების დაწესება ვერ მოხერხდება, შესაძლოა, ბუნებრივი აირის ტრანზიტის შეწყვეტის მკაცრი ზომა იქნას გამოყენებული.

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზედაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება იქნება.