ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსის საზღვართან ამერიკელი სამხედროებისა და ჯავშანტექნიკის განთავსებას მინსკი შესაბამისად უპასუხებს
ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსის საზღვართან ამერიკელი სამხედროებისა და ჯავშანტექნიკის განთავსებას მინსკი შესაბამისად უპასუხებს

ლიეტუვაში, ბელარუსის საზღვართან ამერიკელი სამხედროებისა და ჯავშანტექნიკის განთავსებას მინსკი შესაბამისად უპასუხებს. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივანთან, თავდაცვის მინისტრთან და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელთან შეხვედრისას განაცხადა.

„არასდროს, ასე დემონსტრაციულად ჩვენს საზღვრებთან, ოკეანის გადაღმიდან ჯარები არ გადმოუსროლიათ. ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ჩემი აზრით, ეს ლიეტუვაშიც პირველად ხდება. ეს პრეცედენტია. ბუნებრივია, ასეთ დემონსტრაციებზე ჩვენ იძულებული ვართ, ვუპასუხოთ. ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ უნდა ვაჯღარუნოთ იარაღი. ჩვენ მშვიდობისმოყვარე სახელმწიფო ვართ, ჩვენ არ უნდა ვიომოთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან რამდენიმე დღის წინ შესაბამის უწყებებს ლიეტუვაში ბელარუსის საზღვართან ამერიკული კონტინგენტის განთავსებაზე ადეკვატური რეაგირების ზომების შემუშავება დაავალა.

ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ გასული საუკუნეების განმავლობაში ბელარუსი არაერთხელ დაზარალდა სხვისი ომების შედეგად.

„ბელარუსი ხალხისთვის ომების ფურცელი უკვე გადაშლილია. ჩვენი პოლიტიკა გასაგებია: ჩვენ გვსურს, რომ ამ რეგიონში და მთელს ევროპაში – ჩვენს საერთო სახლში იყოს მშვიდობა. თუმცა, როგორც ჩანს, ვიღაც ვერ მშვიდდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.