ალექსანდრ ლუკაშენკო - არეულობის წამქეზებლები ვილნიუსსა და ვარშავაში სხედან
ალექსანდრ ლუკაშენკო - არეულობის წამქეზებლები ვილნიუსსა და ვარშავაში სხედან

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ქალაქ გროდნოში საკუთარი მხარდამჭერების აქციაზე მივიდა. ინფორმაციას სააგენტო Tut.by ავრცელებს.

როგორც მან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, არეულობის წამქეზებლები ვილნიუსსა და ვარშავაში სხედან.

„არეულობის წამქეზებლები თქვენ, ბელარუსები არ ხართ. ისინი იქ, ვარშავასა და ვილნიუსში სხედან. ხომ ხედავთ, სად გაიქცნენ ეს ალტერნატიული იდეის მხარდამჭერები? ზოგიერთი რუსეთსა და უკრაინაში დასახლდა“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.