ალექსანდრ ლუკაშენკო - არ გვინდა, ვინმემ გვიკარნახოს, როგორ ვიცხოვროთ, ეს ისედაც ვიცით
ალექსანდრ ლუკაშენკო - არ გვინდა, ვინმემ გვიკარნახოს, როგორ ვიცხოვროთ, ეს ისედაც ვიცით

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის კრიტიკას გამოეხმაურა და ისინი ორმაგი სტანდარტების გატარებაში დაადანაშაულა.

დასავლეთის ქვეყნებმა ბელარუსის მიმართულებით კრიტიკული განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები, ვიქტორ ბაბარიკო და ვალერი ცეპკალო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ.

ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი და აშშ, საპროტესტო აქციების დასაშლელად ძალას თითქმის ყოველთვის იყენებენ.

„გააკრიტიკეთ დონალდ ტრამპი, აშშ, დემოკრატიის ნაკლებობისთვის. არ გვინდა, ვინმემ გვიკარნახოს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, ეს ჩვენითაც ვიცით. თქვენს პრობლემებს მიხედეთ, რომლებიც თქვენთან ყველაზე მეტია“, – განაცხდა ლუკაშენკომ.