ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პროგოჟინი რუსეთში იმყოფება
ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პროგოჟინი რუსეთში იმყოფება

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პროგოჟინი რუსეთში იმყოფება.

ლუკაშენკოს თქმით, „ვაგნერის“ მებრძოლები თავიანთ ბანაკებში არიან განთავსებული.

„რაც შეეხება ევგენი პრიგოჟინს, ის პეტერბურგში იმყოფება. დღეს დილით სად არის? შეიძლება, დილით მოსკოვში წავიდა. რამდენადაც დღეს დილით მაცნობეს, „ვაგნერის“ მებრძოლები თავიანთ ბანაკებში იმყოფებიან. მუდმივ ბანაკებში, სადაც ისინი იმყოფებოდნენ ფრონტიდან გაყვანის შემდეგ“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსისთვის რისკს ვერ ხედავს, თუ „ვაგნერის“ მებრძოლები ქვეყანაში განლაგდებიან.