ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ამერიკელები ვარშავის მეშვეობით მართავენ
ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ამერიკელები ვარშავის მეშვეობით მართავენ

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ამერიკელები ვარშავის მეშვეობით მართავენ. ამის შესახებ პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„ქვეყანაში არავითარ დესტაბილიზაციას არ აქვს ადგილი და შიდა ფაქტორი რომ არა, ესეც არ იქნებოდა. რუსეთმაც იცის, ვინ და საიდან მართავს საპროტესტო აქციებს- ამერიკელები ვარშავაში არსებული ცენტრის მეშვეობით, „ტელეგრამის“ არხებით, ჩეხეთი მეორე ცენტრიდან, ხოლო შემდეგ უკვე ლიეტუვა, სამწუხაროდ, უკრაინაშიც იქმნება საყრდენი პუნქტები ბელარუსზე ზეგავლენის მოსახდენად“, – განაცხადა ლუკაშენკომ.