ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსი და რუსეთი სამხედრო საფრთხეებზე ურთიერთქმედებას გაზრდიან
ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსი და რუსეთი სამხედრო საფრთხეებზე ურთიერთქმედებას გაზრდიან

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსი და რუსეთი სამხედრო საფრთხეებზე ურთიერთქმედებას გაზრდიან. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის ლიდერმა მოსკოვში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„რუსეთი და ბელარუსი ერთობლივად გაუწევენ წინააღმდეგობას საერთო გამოწვევებს და საფრთხეებს, ჩვენი ურთიერთქმედება გაიზრდება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ 9 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე რუსეთის და ბელარუსის ინტეგრაციის 28 პროგრამა შეათანხმეს. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, აღნიშნულ დოკუმენტებს ორი ქვეყნის მთავრობის ერთობლივ სხდომაზე ხვალ დაამტკიცებენ.