ალექსანდრ ლუკაშენკო - 20 წელი პრეზიდენტი ნამდვილად არ ვიქნები, ხუთი წელიც არ ვიქნები
ალექსანდრ ლუკაშენკო - 20 წელი პრეზიდენტი ნამდვილად არ ვიქნები, ხუთი წელიც არ ვიქნები

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, მას დაზუსტებით შეუძლია იმის თქმა, რომ პრეზიდენტობას კიდევ 20 წელი არ აპირებს. ლუკაშენკოს თქმითვე, შესაძლო, ხუთი წელიც აღარ იყოს ამ თანამდებობაზე.

„20 წელი პრეზიდენტი ნამდვილად არ ვიქნები. ჩემი აზრით, ხუთი წელიც არ ვიქნები, იმ სტრუქტურიდან გამომდინარე, რომლის შექმნასაც ვცდილობ“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა რუს ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს.