ალექსანდრ კვასნევსკი აცხადებს, რომ ზელენსკის პუტინთან პირისპირ შეხვედრა არ უნდა
უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრა არ უნდა და მოლაპარაკების პროცესს ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში დაიწყებს, – განაცხადა პოლონეთის ექსპრეზიდენტმა, ალექსანდრ კვასნევსკიმ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ზელენსკიმ გვითხრა, რომ არ სურს პუტინთან პირისპირ შეხვედრა და მოლაპარაკებას ნორმანდიული ოთხეულის ფარგლებში დაიწყებს, ანგელა მერკელთან და ემანუელ მაკრონთან ერთად“, – განაცხადა პოლონეთის ექსპრეზიდენტმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, პაველ კლიმკინის განცხადებით, ნორმანდიული ოთხეულის სამიტი ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.