ალექსანდრ გრუშკო – „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლის მიზეზად აშშ-ის არგუმენტები ყურით მოთრეულია, საქართველო ამ შეთანხმების საკვანძო დებულებას არღვევს

15:10, 06.06.2020
MOSCOW, RUSSIA - JUNE 4, 2018: Russia's Deputy Foreign Minister Alexander Grushko attends a reception hosted by the Italian Embassy to mark Italy's Republic Day (Festa della Repubblica), in Moscow. Sergei Bobylev/TASS

Ðîññèÿ. Ìîñêâà. Çàìåñòèòåëü ìèíèñòðà èíîñòðàííûõ äåë Ðîññèè Àëåêñàíäð Ãðóøêî íà ïðèåìå â ïîñîëüñòâå Èòàëèè, ïðèóðî÷åííîì ê ïðàçäíîâàíèþ Äíÿ Ðåñïóáëèêè. Ñåðãåé Áîáûëåâ/ÒÀÑÑ

MOSCOW, RUSSIA - JUNE 4, 2018: Russia's Deputy Foreign Minister Alexander Grushko attends a reception hosted by the Italian Embassy to mark Italy's Republic Day (Festa della Repubblica), in Moscow. Sergei Bobylev/TASS Ðîññèÿ. Ìîñêâà. Çàìåñòèòåëü ìèíèñòðà èíîñòðàííûõ äåë Ðîññèè Àëåêñàíäð Ãðóøêî íà ïðèåìå â ïîñîëüñòâå Èòàëèè, ïðèóðî÷åííîì ê ïðàçäíîâàíèþ Äíÿ Ðåñïóáëèêè. Ñåðãåé Áîáûëåâ/ÒÀÑÑ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკო აცხადებს, რომ „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლის მიზეზად აშშ-ის მიერ დასახელებული არგუმენტები „ყურით მოთრეულია“ და აღნიშნავს, რომ საქართველო ამ შეთანხმების საკვანძო დებულებას არღვევს რუსეთისთვის ფრენების განხორციელებაზე უარის თქმით.

ამის შესახებ ალექსანდრ გრუშკომ სააგენტო „ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ნაკლებად ვინმეს სჯერა, რომ აშშ გადაიფიქრებს და დარჩება შეთანხმებაში. არგუმენტები, რომლებითაც ისინი ცდილობენ შეთანხმებიდან გასვლა გაამართლონ, ყურით მოთრეულია“, -აცხადებს გრუშკო.

რუსი დიპლომატის თქმით, მოსკოვს სერიოზული პრეტენზიები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასრულებს ზოგიერთი ქვეყანა „ღია ცის შეთანხმებით“ ნაკისრ ვალდებულებებს. ასეთი ქვეყნის ერთ-ერთ მაგალითად გრუშკომ საქართველო დაასახელა.

„ჩვენ სერიოზული პრეტენზიები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასრულებს ზოგიერთი ქვეყანა „ღია ცის შეთანხმების“ ვალდებულებებს, მათ შორის აშშ, თუმცა არავის მოსვლია თავში აზრად, გასულიყო ამ შეთანხმებიდან. საქართველო, მაგალითად, არღვევს შეთანხმების საკვანძო დებულებას – ნებისმიერი სხვა მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიის თავზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელების უფლებას, ჩვენთვის ასეთი ფრენების განხორციელებაზე უარის თქმით“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

გრუშკოს მტკიცებით, ვაშინგტონს აღებული აქვს თანმიმდევრული კურსი, რომლის მიზანია აშშ-ის გაყვანა შეიარაღებაზე კონტროლისა და სტრატეგიული სტაბილურობის ყველა შეთანხმებიდან საკუთარი სამხედრო უპირატესობის მოსაპოვებლად.

აშშ-მა „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ გასულ თვეს განაცხადა და მიზეზად რუსეთის მიერ შეთანხმების შეუსრულებლობა დაასახელა. შეთანხმების პირობების ერთ-ერთ ძირითად დარღვევად ამერიკული მხარე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ რუსეთის მიერ სადაზვერვო ფრენების არდაშვებას ასახელებს.

ამავე ინტერვიუში ალექსანდრ გრუშკომ არ გამორიცხა, რომ ნატო რუსეთში 24 ივნისს დაგეგმილი გამარჯვების დღის აღლუმზე პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავს.

„ვისურვებდით, გვქონდეს იმედი, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, თუმცა ამაში სრულად დარწმუნებულები არ ვართ, რადგან ნატო სამხედრო აქტიურობის პიკს 9 მაისისთვის გეგმავდა“, – აღნიშნა გრუშკომ.

9 მაისის დაგეგმილი აღლუმი მოსკოვში კორონავირუსის პანდემიის გამო 24 ივნისისთვის გადაიდო.

მსგავსი