ალექსანდრ გრუშკო - ნატო-მ რუსეთთან სამხედრო ხაზით ნებისმიერი სახის პრაქტიკული თანამშრომლობა შეწყვიტა
ალექსანდრ გრუშკო - ნატო-მ რუსეთთან სამხედრო ხაზით ნებისმიერი სახის პრაქტიკული თანამშრომლობა შეწყვიტა

ნატო-მ რუსეთთან სამხედრო ხაზით ნებისმიერი სახის პრაქტიკული თანამშრომლობა შეწყვიტა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

ალექსანდრ გრუშკოს თქმით, ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში კონსტრუქციული დიალოგის საწარმოებლად ბრიუსელი მზად არ არის.

„ჩვენ დიალოგიდან არ გამოვდივრთ, მათი მხრიდან კი დაბრკოლება ერთია. ნატო პრაქტიკული მოქმედებებით აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს არარსებული საფრთხეების წინააღმდეგ“, – აღნიშნა გრუშკომ.

ნატო-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთთან ურთიერთობების ხასიათი და პარტნიორობის სურვილი დამოკიდებული იქნება მოსკოვის ქმედებების კონსტრუქციულ ცვლილებებზე, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ვალდებულებების დაცვასთან.