ალექსანდრ გრუშკო - ევროკავშირი მშვიდობიანი პროექტიდან ხდება ძალიან აგრესიული სამხედრო ბლოკის მსგავსი, რომელიც გვიქმნის საფრთხეებს და უნდა დავიცვათ თავი, რასაც გავაკეთებთ
ევროკავშირი მშვიდობიანი პროექტიდან ხდება ძალიან აგრესიული სამხედრო ბლოკის მსგავსი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ ევროკავშირის თავდაცვის გაძლიერებაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს ფორმდება არა მხოლოდ გადაწყვეტილებებით, რომლებიც ევროკავშირს აძლევს დამატებით სამხედრო შესაძლებლობებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებისთვის, არამედ ასევე ფილოსოფიური, იდეური თვალსაზრისით“, – განაცხადა ალექსანდრ გრუშკომ.
მისი თქმით, მსგავსი იდეოლოგია რუსეთს ძალიან ადარდებს.
„ეს იდეოლოგია ჩვენ ძალიან გვადარდებს, რადგან ჩვენ ნამდვილად მოგვიწევს, გვქონდეს საქმე ახალ სამხედრო ორგანიზაციასთან, რომელიც ატარებს რუსეთის წინააღმდეგ აგრესიულ ზრახვებს და, შესაბამისად, აყალიბებს თავის სამხედრო სტრატეგიას, სამხედრო მშენებლობას, ავითარებს სამხედრო პოტენციალს, რომელიც პირდაპირ გვიქმნის საფრთხეებს, რომელთა წინააღმდეგ უნდა დავიცვათ თავი და ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, ალექსანდრ გრუშკოს ეჭვი ეპარება, რომ ევროკავშირის საფუძველზე, შეიძლება, შეიქმნას „დამოუკიდებელი ნატო“.