ალექსანდერ გუსტაფსონი ბრუნდება - შვედი მებრძოლი 25 ივლისს ფაბრიციო ვერდუმს დაუპირისპირდება
ალექსანდერ გუსტაფსონი ბრუნდება - შვედი მებრძოლი 25 ივლისს ფაბრიციო ვერდუმს დაუპირისპირდება

ალექსანდერ გუსტაფსონმა შერეულ ორთაბრძოლებში კარიერის დასრულების შესახებ 2019 წლის ივნისში ენტონი სმიტთან მარცხის შემდეგ განაცხადა.

33 წლის შვედი ოქტაგონს ახალ წონით კატეგორიაში უბრუნდება. გუსტაფსონი 25 ივლისს საბრძოლო კუნძულზე მძიმე წონაში ბრაზილიელ ვეტერან ფაბრიციო ვერდუმს დაუპირისპირდება. დანა ვაიტის განცხადებით, საბრძოლო კუნძულის ზუსტი ლოკაცია საზოგადოებისთვის მომდევნო კვირას გახდება ცნობილი.

ალექსანდერ გუსტაფსონისთვის ეს UFC-ის ოქტაგონზე მე-17 დაპირისპირება იქნება. მძიმე წონით კატეგორიაში კი ეს მისი სადებიუტო ბრძოლაა.

ფაბრიციო ვერდუმმა 2018 წლის მარტის შემდეგ პაუზის პირველი ბრძოლა UFC 249-ზე რამდენიმე კვირის წინ რუს ალექსეი ოლეინიკთან გამართა და მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

UFC 250-ის მთავარი ბრძოლა რობერტ ვიტეკერსა და დარენ ტილს შორის შედგება.