ალექსანდერ ჩეფერინი - „ლივერპული“ ნებისმიერ შემთხვევაში ინგლისის ჩემპიონი გახდება
ალექსანდერ ჩეფერინი - „ლივერპული“ ნებისმიერ შემთხვევაში ინგლისის ჩემპიონი გახდება

უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ „ლივერპული“ ნებისმიერ შემთხვევაში პრემიერლიგის ჩემპიონი გახდება, – იუწყება სლოვენიური გამოცემა Ekipa.

„ლივერპული“ ტიტულის გარეშე ვერ დარჩება, – ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს სლოვენიური გამოცემა. – თუ პრემიერლიგა განახლდა, ისინი უსათუოდ ჩემპიონები გახდებიან. რა თქმა უნდა, თეორიულად რჩება შანსი, რომ ტიტული ვერ მოიპოვონ, მაგრამ პრაქტიკულად ეს გამორიცხულია.

თუ პრემიერლიგის სეზონს ბოლომდე გავაჩერებთ, ამ შემთხვევაშიც „ლივერპულის“ ჩემპიონობას წინ ვერაფერი დაუდგება“. – აცხადებს უეფა-ს პრეზიდენტი.